ეროვნული ბანკი - სსფ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა და ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. დოკუმენტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერებას ეხება, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, კვლევაში განხილულია ის გლობალური გამოწვევები, რომლებიც რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებელზე Covid-19 პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მოქმედებს. თუმცა, რეგიონის ქვეყნებმა მონეტარული პოლიტიკის შედეგად ამ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.

კვლევაში დეტალურად განხილულია ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით მოწინავე პოზიციას იკავებს.

"ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელიც ფასების სტაბილურობის მიზანს აკავშირებს პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან. ეს მოითხოვს გამართულ პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემას (Forecasting and Policy Analysis System - FPAS). კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის (სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი) ცენტრალურმა ბანკებმა აღნიშნული სისტემის (FPAS) დანერგვაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს," - აღნიშნულია დოკუმენტში.

"ჩვენი მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ მიზნის მისაღწევად, მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. ძალიან სასიხარულოა, რომ სსფ-ის უახლესი კვლევის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ეს სწორედ ჩვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა, მსურს, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ნათია თურნავამ.

„სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ჯიჰად აზურმა კვლევა სომხეთის ეროვნული ვალუტის - დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე წარადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი