სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე  ევროპული კონვენციის დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოქროპირიძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. ასევე, ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა.

„საქმე ეხება 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლაშა მახარაძე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

მსჯავრდადებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ და მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო პროცესუალური წესი.

სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივნის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადასტურებს, რომ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის