იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ არის ადეკვატური იმ პოზიციით, რითაც ჩვენ ევროპელებთან ვმოძრაობთ - ბორელი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და პრემიერი ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიგვეღო

პრემიერ-მინისტრის და ბორელის ბრიფინგმა მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ ბორელი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და პრემიერი ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მიგვეღო, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

ხვიჩიას თქმით, სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და მისი მიღება სურს ყველას, გარდა „ქართული ოცნებისა“.

„ევროპელების სურვილი, რომ რუსეთის გავლენას გადაგვარჩინო და მათი ოჯახის კარი გაგვიღონ, ცხადია, უბრალოდ, უნდათ, ჩვენ გავიგოთ, რომ ამისთვის საჭიროა თამაშის წესების სწავლაც იმ ხალხის, სადაც მისვლას აპირებ. მე არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ამბავი, მაგრამ ცხადი იყო პარტნიორების სურვილი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რა რეკომენდაციებიც იქნება პარტნიორებისგან ის შევასრულოთ, თუნდაც, ამისთვის საჭირო გახდეს ჩვენთვის უაზრო კანონების მხარდაჭერაც და გვინდა ამ თემაზე მთელი პასუხისმგებლობა დავაკისროთ „ქართულ ოცნებას“ და მგონია, რომ თუ რაიმეზე უნდა მოილაპარაკოს ბორელმა და დასავლეთმა ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან სხვა ყველას სურვილი აქვს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ არის ადეკვატური იმ პოზიციით რა პოზიციითაც ჩვენ ევროპელებთან ვმოძრაობთ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა