დეპოლარიზაციას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება მოახდენს - პარლამენტში 76 მანდატი რომ მქონდეს, სათქმელს არ დავუტოვებდი ოპოზიციას, ვის ვალაპარაკებდი საერთოდ?! - ასე უპასუხა დეპოლარიზაციის რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, კანონებს იღებს ის, ვის ხელშიც არის უმრავლესობა, ხოლო დეპოლარიზაცია მოხდება, როგორც ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდება.
"ყველა შეხვედრაზე, ყველა განცხადებაში ბატონი ბორელი ამბობს, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა აიღოს. შემოიტანეთ კანონები, რომელიც მართლმსაჯულებას გაასწორებს, დეოლიგარქიზაციას მოახდენს, მედია გარემოს, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს, 12 პუნქტს შეასრულებს და ჩვენი მხარდაჭერა ყველა კანონს ექნება.
12 პუნქტიდან 9 პუნქტი შეუსრულებელია. პარლამენტში უმრავლესობა რომ მქონდეს, მე მათ შესრულებას ოპოზიციას სულ არ დავეკითხებოდი, ყველაფერი პირნათლად შესრულებული იქნებოდა!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.