ლევან ხაბეიშვილი - უმძიმესი რეალობაა გურიაში - მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და გარდაცვლილების ოჯახს ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს

უმძიმესი რეალობაა გურიაში. მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და გარდაცვლილების ოჯახს ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობა, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალიან ბევრი მილიონის მოპარვა, ტყის გაჩეხვა უმძიმესი შედეგის მომტანია და ამ შედეგებს ჩვენდა სამწუხაროდ ახლა ვიმკით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე რამდენიმე საათია, რაც რამდენიმე ასეული ოჯახი წყლის, ელექტროენერგიის, გზის გარეშეა დარჩენილი.

„უმძიმესი რეალობაა გურიაში. მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და გარდაცვლილების ოჯახს ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს.

უკვე რამდენიმე საათია, რაც რამდენიმე ასეული ოჯახი წყლის, ელექტროენერგიის, გზის გარეშეა დარჩენილი. ჩვენდა სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში ვუყურებთ რიგ შემთხვევაში ხელისუფლებისგან მიტოვებულ ადამიანებს.

აქამდეც უნდა მომხდარიყო სწრაფად თავდაცვის ძალების ჩართვა სამაშველო ოპერაციებში იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დახმარება.

როდესაც ამ მოვლენების პირისპირ მიტოვებულ ადამიანებს ვუყურებთ, შეუძლებელია, ტელეეკრანიდან ამ ყველაფერს ადევნებდე თვალს და გულგრილი რჩებოდე.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობა, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალიან ბევრი მილიონის მოპარვა, ტყის გაჩეხვა უმძიმესი შედეგის მომტანია და ამ შედეგებს ჩვენდა სამწუხაროდ ახლა ვიმკით.

ვიმედოვნებ, რომ ყველა დაკარგული ადამიანი, რომლის ძებნაც მიმდინარეობს ჯანმრთელი და უვნებელი იქნება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა