ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში  საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ის ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ, მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. მან პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართა.

საგარეო უწყებიდან ჯოზებ ბორელმა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა. ხოლო პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო