საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ცეცხლი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა - ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამასთან, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება