ნინო ჩხობაძე - პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის

გურიაში დიდი ხანია დაკვირვება მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან და კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა, მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია და საშინელი მდგომარეობაა, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოა, გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„გარდა ამისა თურქეთში იყო ძალიან ძლიერი ნალექი და ეს ნალექი ციკლონის სახით მოედინება აქეთ. ფაქტია, რომ ისედაც მყიფე გეოლოგიურ მდგომარეობაში, რაც ძალიან პრობლემატურია, რა თქმა უნდა, წარმოიშვა წყალდიდობა და არის ძალიან სერიოზული მომენტი.

პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით საერთოდ მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძის განმარტებით, ყველგან, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე საფრთხეები გაზრდილია.

„ჩვენ თუ ერთხელ და სამუდამოდ ვერ დავიმახსოვრეთ, რომ ნაპირების პირველ ტერასაზე მშენებლობა უნდა აიკრძალოს დირექტიულად და მკაფიოდ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავალთ ფონს. ფაქტობრივად, ყველგან რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, სადაც ვიღაც რაღაცას აშენებს, აშენებდა ან ააშენა. შეიძლება დიდი ხნის წინ იყოს აშენებული, მაგრამ სიტუაცია ცვლადია და მოითხოვს გადახედვას იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე საფრთხეები იცვლება“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის