ეროვნული არქივი - არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, ძველი კინოფირები ინახებოდა, ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. როგორც „ინტერპრესნიუს“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო.

„შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნოდა. აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობა იყო, სადაც ინახებოდა ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები. სხვა შენობას და საცავზე ცეცხლი არ გადასულა, არავინ დაზარალებულა. ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია დიდი ხნის წინ და არქივში ინახება“,- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება