რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35 დამარცხდა.

პირველ ტაიმი ავსტრალიის სასარგებლოდ 21:3 დასრულდა, მეორე ტაიმში კი, საქართველოს ნაკრებმა დამატებით 12 ქულის მოპოვება შეძლეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

ცნობისთვის, რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე