ლანჩხუთის მერის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 200 ადამიანია ევაკუირებული

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან მიიღეს. მისი თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 200-მდე ადამიანია გაყვანილი.

,,ყველა სოფელში, სადაც საჭიროა ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა. ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის და მობილიზებული არიან, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ალექსანდრე სარიშვილის თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც აღდგება ყველა სახის კომუნიკაცია.

,,სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე ჯერ საუბარი ადრეა. პირველ რიგში ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღდგეს ყველა სახის კომუნიკაცია,ზარალის დათვლას და აღდგენით სამუშაოებს აუცილებლად შემდეგ დავიწყებთ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექანდრე სარიშვილმა .

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი