დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

„ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ ენერგეტიკოსის დღეს. ვუსურვებ ენერგეტიკის სექტორის მუდმივ და მდგრად განვითარებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, გაზრდილ ინვესტიციებსა და ბევრ საინტერესო, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს.

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც განვმეორდები, რომ სექტორში დასაქმებული ყველა პროფესიონალის წვლილი დიდია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. როგორც სხვა სფეროები, ენერგეტიკაც სწორად ასეთ თავდადებულ პროფესიონალებზე დგას.

ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ფუნდამენტურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ის სწორი ენერგეტიკული კურსი, რომელიც ქვეყანას დღეს გააჩნია. გააზრებული პოლიტიკის წარმოება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიცავს იმ რისკებისგან, რაც, შესაძლოა, სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია. ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენლის სურვილი ერთია - სექტორის მუდმივი განვითარება, რაშიც ყველას თავისი წვლილი შეაქვს.

მეგობრებო, კოლეგებო, ქვეყნის საამაყო მოქალაქეებო, ბევრჯერ გვეზეიმოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წარმატება!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო