ავთანდილ თალაკვაძე - ოზურგეთში გეოლოგების მიერ ხორციელდება ყველა იმ სოფლების შესწავლა, სადაც მეწყრული პროცესები იყო - ვმუშაობთ იმისათვის, რომ საფრთხის შემცველ ზონებში მოქალაქეები არ დარჩნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, სტიქიის ზონიდან 30 ადამიანი გაიყვანეს და სასტუმროში განათავსეს, ხოლო ათეულობით ადამიანმა ნათესავებთან არჩია დარჩენა.

მისივე თქმით, მოსახლეობას ურიგდება სურსათი, ხოლო მედიკამენტები იმ მოქალაქეებს მიეწოდებათ, ვისაც ესაჭიროება.

,,ინტენსიურად მუშაობს ტექნიკა ყველა მიმართულებით, არ გაჩერებულა. სადაც იყო საცალფეხო ბილიკები გაკეთებული, ტექნიკით იწმინდება, რადგან სრულად სამანქანო გზა გაკეთდეს. გეოლოგების მიერ ხორციელდება ყველა იმ სოფლების შესწავლა, სადაც მეწყრული პროცესები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, რწმუნებულები დადიან და აფასებენ ზარალს, თუ რა მასშტაბის არის. შიდა სასოფლო გზები სხვა სოფლებშიც არის პრობლემატური, ერთ-ერთ მონაკვეთზე ფეხით გადადგილების არა, მაგრამ მანქანით გადაადგილების პრობლემა იყო. მცხოვრებლებს არ ემუქრებოდათ არაფერი, მაგრამ ასეთ ლოკაციებზეც შევდივართ, რათა აღვადგინოთ შიდა გზებიც. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ასევე, მუშაობს გაზის კომპანია, რათა აღდგეს გაზის ინფრასტრუქტურა, სადაც კი შესაძლებელია. ინტენსიურად ხდება სურსათის დარიგება, მედიკამენტების მიწოდება, ვისაც კი ესაჭიროება. ჩვენ სასტუმროში გადაყვანილი გვყავს 30-მდე ადამიანი, მათ, ვისაც ალტერნატიული ფართი არ ჰქონდა ან არ შეეძლო ნათესავთან გაჩერება. გარდა ამისა, ათეულობით ოჯახი ახლობლებთან გადავიდა. ყველა ოჯახთან პირდაპირ კომუნიკაციაზე ვართ გასული, ვმუშაობთ იმისათვის, რომ საფრთხის შემცველ ზონებში მოქალაქეები არ დარჩნენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო