ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს

10 სექტემბერი საქართველოს ენერგეტიკოსის დღეა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი თქმით, თითოეული მათგანის წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა.

„ძლიერი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების უხვი პოტენციალი წარმოადგენს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ფოკუსს. ამ წყაროების სწორი გამოყენება არა მხოლოდ ქმნის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველს, არამედ, წარმოადგენს შესაძლებლობას, ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს და მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით დასახულ მიზნებს.

ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ რეგიონში მწვანე ენერგიის „ჰაბი“. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გაზსადენები და სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს”, - წერს დავითაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო