რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე  RIGA FOOD 2023  რვა  ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე - RIGA FOOD 2023 რვა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს: შპს აი ჯი აგრო, შპს ხილარი, შპს ქართული ღვინის მარანი, შპს ძმები ხუციშვილები, შპს აუგუსტის ხილის ქარხანა, შპს ჯიმა ნუთს, შპს ქართული ლიმონათი და ი/მ გოჩა ოთარაშვილი. აღნიშნული მწარმოებლების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და ალკოჰოლური სასმელები.

„კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

ქართულ სტენდს ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიძის სმიტი სტუმრობდნენ.

გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. RIGA FOOD 2023 7 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს