ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე - მანამდე „გვერდები არ აუდგეთ“ , პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოახერხონ - კატას ნამდვილად ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის არ არის

მანამდე გვერდები „არ აუდგეს“ არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია, პარტია „ლელოს“ მიერ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ ინიციატივას.

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ოდიშარიას თქმით, პრემიერის ვიზიტი აბსოლუტურად არ არის დანაშაულის შემცველი, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რა გამოძიება უნდა დაიწყოს უწყებამ.

ოდიშარიას თქმით, პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე არ არის.

„ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ 9 წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლისათვის და საკუთარი ოჯახის სარგებლისათვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტების და მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით საკუთარი სიამოვნებისათვის. ისევე, როგორც ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონებისათვის. ეს სამაჯურები, საათები, ტელეფონები იყო, თუ ასე შემდეგ. პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ხარჯით შესრულებული, არამედ პირადი ხარჯით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

სამწუხაროა, რომ თქვენ ჟურნალისტების ერთი ნაწილი, არ ან ვერ კითხულობთ იმ განცხადებებს, რომელიც ვრცელდება. ვგულისხმობ, კანცელარიის და ადმინისტრაციის განცხადებას. ისევე, როგორც სპეციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც თეთრით შავზე წერია, რომ აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საკუთარი წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით აქვს აბსოლუტური უფლება ნებისმიერ მოქალაქეს იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირაოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში არაფერი დანაშაულის შემცველი არ გახლავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ახლა ცდილობს 9 წლის განმავლობაში თავისი, აი, ამ ბინძური დატოვებული კვალის, კიდევ ერთხელ ვიძახი მასაჟისტების, ვიზაჟისტების მიმოფრენებს, ხარჭებისათვის საჩუქრების გაკეთებას, ოქროს სამაჯურები, ძვირფასი საათები, ბოლო თაობის მობილური ტელეფონები, გადაფარვას ვერაფრით ვერ მოახერხებენ, ამით არ მოხერხდება, არც თქვენი სიუჟეტით არ მოხერხდება და არც ათასგვარი ბინძური, მოლაპარაკე თავის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიქცა აბსოლუტურად დადგენილი წესით, იმ შესაძლებლობის გამოყენება მოახერხა, რომელიც არის აბსოლუტურად შეთავსებადი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

რა პროკურატურამ უნდა დაიწყოს? აბსოლუტურად არ არის დანაშაულის შემცველი - მეთქი. პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე ხომ არ არის კაცო? კარის პროკურორების ამბავი დამთავრებულია ახლა. თუ პროკურატურა დაინახავს ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ განხორციელებულ აქტივობაში დანაშაულის ნიშნებს, თავისთავად იმოქმედებს.

რა ფინანსებზე არის საუბარი? რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის საშუალება, ვგულისხმობ, რომელიც შრომობს, რომელიც ძალიან დიდხანს ბიზნესში იყო. დეკლარაციის შესახებ შეკითხვა, ალბათ, ადმინისტრაციას უნდა დაუსვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის კრისტალურად გამჭვირვალე და „აქედან თქვენ ხეირს ვერ ნახავთ“, კატას ნამდვილად ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის იქ არ არის.

მანამდე გვერდები „არ აუდგეს“ არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი ვერ მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, იმოქმედა კანონმდებლობის მიხედვით და ის შესაძლებლობა გამოიყენა, რომელსაც იძლევა ის კომპანია, რომლის ბალანსზეც არის ეს ბორტი, ახლა „ლელოს“ დაესიზმრება, თუ სხვა პარტიას ჩვენ ამის მიხედვით ნამდვილად ვერ მივიღებთ ამას სერიოზულად მხედველობაში“, - განაცხადა ოდიშარიამ.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?