ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს, დღეს ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა პირადი საჭიროებისთვის - ცარიელი სპეკულაციაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი სპეკულაციაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარაციაში ყველაფერი აისახება.

„გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული მაშინ, როდესაც რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა იმ საკითხების მოგვარება მისთვის, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს რა ვითარება გვაქვს - პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან ამისთვის არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება თვითონ ხარჯებს, ეს დეკლარირებული იქნება და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარაციაში ყველაფერი ასახული იქნება“,-განაცხადა კობახიძემ. მან ასევე პრემიერის იმპიჩმენტის თაობაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებაც შეაფასა და მას „ცარიელი სპეკულაცია“ უწოდა.

„ცარიელი სპეკულაციაა. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეც ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც მაშინ წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო ამ ყველაფერში არ არის, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. შესაბამისად, დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

სტრატკომი საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024