მართლმადიდებლები წმ.იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავენ

11 სექტემბერი წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი დაატყვევა. წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას ქალიშვილმა, სალომეამ, დედის ჩაგონებით სთხოვა.

მათივე ცნობით, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციულად, მარხვით ხვდებიან.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა