საპატიო კონსულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა, ბათუმში მიმდინარე საპატიო კონსულების კონფერენცია 2023-ში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრეზენტაციის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებს, ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის საპატიო კონსული მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს დაეთმო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო