პაატა მანჯგალაძე - პრემიერის იმპიჩმენტის წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ ვფიქრობ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არათუ იმპიჩმენტის, ხელმოწერის შეგროვების საკითხიც - ვთქვათ, გადავაყენეთ ღარიბაშვილი და მოვიდა კობახიძე, რა შეიცვალა?

ვთქვათ, გადავაყენეთ ღარიბაშვილი და მოვიდა კობახიძე, რა შეიცვალა? - ივანიშვილს ჭანჭიკები არ გამოელევა, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან "ლელოს" ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოლოდინები არ აქვს, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პრემიერის იმპიჩმენტის წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ ვფიქრობ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არათუ იმპიჩმენტის, ხელმოწერის შეგროვების საკითხიც. ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, როცა პრემიერი დანაშაულს სჩადის, სისხლისსამართლებრივი დევნა, გადაყენება სერიოზული პროცესია და პოლიტიკურ რყევებს იწვევს, მაგრამ ახლა ივანიშვილის ერთი ჭანჭიკი ჩანაცვლდება მეორით და მივდიოთ ამას, ივანიშვილს ჭანჭიკები არ გამოელევა და დროს რაზე ვხარჯავთ, უბრალოდ არ მესმის. ვთქვათ გადავაყენეთ ღარიბაშვილი და მოვიდა კობახიძე, რა შეიცვალა? არ მესმის," - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაჯგალაძის თქმით, "ქართული ოცნება" რუსულ საქმეს აკეთებს და პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ევროპული კურსის მხარდაჭერას გამოხატავს, სპეცოპერაციას აწყობს.

"ნათელი ტესტია - უსმენენ ლოთ მედვედევს, მაგრამ არ უსმენენ ევროპის უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოზეფ ბორელს),"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო