ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის რეიტინგი პოლიტიკაში 1% არის.

„რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია... „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“.

ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მომგებიანი ინვესტიციები, ყველაზე საინტერესო მომგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1% რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1% რეიტინგს პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს. ოფიციალური რეიტინგი არსებობს, ორი კომპანიაა, რომელიც რეიტინგებს ზომავს. „ფორმულა“ ფსკერზეა, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“,- აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო