გიორგი ვაშაძე - ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი

ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ მიერ გამართულ ბრიფინგზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს - სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ვაშაძის განმარტებით ამ კანონის ყველა მუხლი დარღვეულია.

„შოვის ტრაგედიის მეორე დღეს, „გამარჯვების პლატფორმაში“, „ნაციონალური მოძრაობა“-„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად სწავლობდა მიმდინარეობის პროცესში და მანამდე ყველა დეტალს. ლაშა ფარულავა ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს, რომლის ამოცანა იყო, დაგვედგინა, რამ გამოიწვია სტიქია, შეიძლებოდა თუ არა ადამიანების გაფრთხილება, როგორ მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაციები და რაც მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ და ზეგ, რომ იგივე არ განმეორდეს. ხელში მიჭირავს კანონი, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს - სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ამ კანონის ყველა მუხლი არის დარღვეული. ამიტომ ვამბობთ, რომ დამნაშავეა ღარიბაშვილი, რომელმაც უსაფრთხოების საბჭო არ შეკრიბა და თვითონ არ აიღო თავის თავზე სტიქიური უბედურების მართვა. დამნაშავეა გომელაური, რომელმაც სამაშველო ოპერაცია არასწორად მართა, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ - გააჩერა, მიატოვა, ფაქტობრივად, კრიზისში ადამიანები. დამნაშავეა დავითაშვილი, რომელმაც პირობა გასცა 2018 წელს, რომ შეტყობინების სისტემა 2021 წლისთვის უნდა გაშვებულიყო და დამნაშავეა კალაძე-კობახიძის "კლანი", რომელმაც ხელი მოითბო შოვზე და უნდოდათ პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ შოვი და ფაქტობრივად, 2018 წლის გეგმარებაში ამოაგდეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც იქ იყო. ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ, დასკვნა არის და გამოქვეყნდება და შეგვიძლია დაგირიგოთ შუალედური დასკვნა. ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის