ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილსა და გომელაურზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ახალი მიგნებები უკავშირდება ასევე კობახიძე - კალაძის კორუფციულ ინტერესებს შოვში

ღარიბაშვილისა და გომელაურის კისერზეა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ახალი მიგნებები უკავშირდება ასევე კობახიძე- კალაძის კორუფციულ ინტერესებს შოვში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და" სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, გამართეს.

"გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა მიეცნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში -თანამდებობრივი გულგრილობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კრიტიკულ საათებში მიტოვებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და მთავარი დამნაშავე, ვინც თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა, არის ირაკლი ღარიბაშვილი, შესაბამისად, შოვში დატრიალებული ტრაგედიის მერე ამ ადამიანზე უნდა აღძრულიყო და უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მეორე მთავარი დამნაშავე, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის შემდეგ მოხდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არის ვახტანგ გომელაური. ამ ორი ადამიანის კისერზე არის ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათი უმოქმედობის გამო. კრიტიკულ საათებში რომ მიატოვეს მოქალაქეები ამ ორ ადამიანზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

მნიშვნელოვანია ასევე ახალი მიგნებები, რომელიც უკავშირდება კობახიძე- კალაძის კორუფციულ ინტერესებს შოვში. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გასცემდა ნებართვებს ან თვალს ხუჭავდა უკანონო მშენებლობებზე, არის კობახიძესთან ახლო ნათესაურ კავშირში,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლაშა ფარულავას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შოვის ტრაგედიის პრეისტორია, სადაც "კალაძე-კობახიძის დაჯგუფება ცდილობს კურორტი შოვის ყველაზე სახიფათო არეალში, ბუბის წყლის ხეობაში გააფართოოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, მზადდება განაშენიანების გეგმა, სადაც გამქრალია სახიფათო არეალებიდან ბუბის მყინვარი, მდინარე და ხეობა, რასაც შემდგომში კობახიძის სანათესავო ონის საკრებულოზე ამტკიცებს".

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა