თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილი გადასახადების გადამხდელების ფულს ფლანგავს პირადი მიზნებისთვის - პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ

ღარიბაშვილი გადასახადების გადამხდელების ფულს ფლანგავს პირადი მიზნებისთვის - პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თუმცა, ბოკუჩავა დასძენს, რომ დანაშაულის გამოძიების მოლოდინი არ აქვს.

„ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში დღეს დილით, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულია, როცა კორუმპირებული ღარიბაშვილი საქართველოს გადასახადების გადამხდელების ფულს ფლანგავს საკუთარი, პირადი მიზნებისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა ახლა საგამოძიებო ჟურნალისტიკამ ცხადად წარმოაჩინა, რამხელა თანხებზეა საუბარი. ამიტომ რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუმცა, მოლოდინი იმის, რომ საგამოძიებო უწყებები, რომელიც ივანიშვილის ხელში მთლიანად დაქვემდებარებულია პარტიულ ვერტიკალს, რაიმე გამოძიებას ჩაატარებენ ივანიშვილის პაიკის მიმართ, არ გვაქვს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ბოკუჩავას არ აქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, "იმპიჩმენტი ივანიშვილის ბინძური თამაშია, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება და მასში მონაწილეობას არ აპირებენ".

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის