მიხეილ დაუშვილი - ერთის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს ყალბი იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ დროს ოპოზიცია გვეუბნება, რომ პრემიერის წინააღმდეგ მეორე ყალბი იმპიჩმენტი დავიწყოთ

პირდაპირ გავაკეთებ შედარებას, გაიხსენეთ, გიორგი გახარიას პერიოდი - ან მანქანების ყიდვა, ან ფრენები, რაიმე ერთი მისხალი ფაქტი გახსენდებათ, როდესაც კითხვა გაჩნდა, რომ გახარიამ ხალხის მიერ გადახდილი ფული რაიმე ფორმით გაფლანგა? - ასეთი რაიმე გსმენიათ?! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

დაუშვილის თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-ში მის კერძო ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, თუ როგორ შესრულდა ფრენა - რა ფულითა და სახსრებით, როგორ დაფინანსდა ჩარტერული რეისი, რაც მისივე შეფასებით, ფუფუნების მომსახურებაა.

დაუშვილი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტში რიგით მეორე იმპიჩმენტის წამოწყება, ამჯერად პრემიერის წინააღმდეგ, შედეგს ვერ მოიტანს, ევროინტეგრაციის პროცესს კი დააზიანებს.

„ერთის მხრივ, "ქართულ ოცნებას" დაწყებული აქვს ყალბი იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რითაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ამ დროს ოპოზიცია გვეუბნება, რომ პრემიერის წინააღმდეგ მეორე ყალბი იმპიჩმენტი დავიწყოთ. ეს პროცესი ყალბია, რადგან მას შედეგი ვერ ექნება. პარლამენტში იმპიჩმენტის განხორციელების რესურსი უბრალოდ არ არსებობს.

შეიძლება იმპიჩმენტი ბევრ საკითხზეა განსახორციელებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს, როცა "ქართული ოცნება" ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, დაუშვებელია, ოპოზიცია ისევე მოიქცეს, როგორც ხელისუფლება იქცევა და პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებით ანალოგიურად შეუშალოს ხელი ევროინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა