ილია დარჩიაშვილი პრეზიდენტზე - იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები

იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები, - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს.

„მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. აქ საუბარი არის და ამაზე არაერთხელ ითქვა, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება [ევროინტეგრაციის პროცესის] დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო