მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატებით წარწერით - „შიმშილობენ და წვალობენ დღეს ღარიბთა შვილნი, შტატებში კი ჩვენი ფულით დაფრინავს ღარიბას შვილი“, „ღამეებს ვათევთ, რომ დღეს სწავლის გადასახადი გადავიხადოთ!“, „70 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია ქართველ სტუდენტებს მოუწოდებს, რომ „საქართველოში ფეოდალური ბატონყმური მმართველობის გაგრძელება არ დაუშვან“.

„მაშინ, როდესაც ქვეყანას 70 000-ზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, მაშინ როდესაც ჩვენს თანატოლებს გაუსაძლის პირობებში, არაადამიანურ შრომაში უწევთ ღამეების თენება, იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ და თავი ირჩინონ, ამ დროს ღარიბაშვილი და მისი თავგასული ოჯახი, ხალხის ფულით მიდის „ჯეტით“ უნივერსიტეტში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ცხადყოფს იმას, რომ „რუსული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ქართულ ოჯახებს, სტუდენტებს და ახალგაზრდობას ძარცვავს, ასევე, ამ ფულს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს. ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით არ დაიწყება. ჩვენ ქართველ ახალგაზრდობას და სტუდენტობას მოვუწოდებთ ფეოდალური ბატონყმური მმართველობის გაგრძელება საქართველოში არ დაუშვან და ჩვენს გვერდით დადგნენ. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ჩვენს მშობლებს ემიგრაციაში, არაადამიანურ პირობებში უწევდეთ შრომა იმისთვის, რომ გაძვირებული ბინის ქირა გადაიხადონ, იმისთვის, რომ ჩვენი სწავლის გადასახადი გადაიხადონ და აქ ღარიბაშვილის შვილი უნივერსიტეტში საკუთარი „ჯეტით“ დადიოდეს. ასევე, მინდა ვისარგებლო შემხვევით და მივმართო ღარიბაშვილის შვილს, რომელიც არ არის პატარა ბიჭი და ჩვენი თანატოლია, მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის კარგი საქციელი, მას უნდა ესმოდეს, რომ მისი მამის საქციელი არის სულმდაბლური და როდესაც მის შემოგარენში მისი თანატოლები წვალობენ, შრომობენ იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, თავი ირჩინონ და თვითონ „ჯეტით“ დადის, ესეც სულმდაბლური საქციელია, ამიტომ მოვუწოდებ მასაც სიფხიზლისკენ, რადგან ღარიბაშვილის შვილია არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააკრიტიკოს მამამისი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო