„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

„თიბისი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველთვიურ განახლებას ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია.

„აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.7% შეადგინა, რაც ყოველთვიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ადგილობრივი და მომსახურების კომპონენტი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალიც კი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის გაზრდილი საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციაზე გარკვეულ ზეწოლას განაპირობებს, „თიბისი კაპიტალში“ ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაა საყურადღებო, რადგანაც იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. ამდენად, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია.

გასულ კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე. მთლიანობაში, გაზრდილი საინვესტიციო მოთხოვნა, იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილის მიხედვითაც არის თვალსაჩინო, რაც დროითი ჩამორჩენის გათვალისწინებით, კოვიდის შემდგომ დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის