გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანკოფონ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) სრული დაფინანსებით, მონტენეგროში, ფრანკოფონ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე, გაემგზავრნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, ფესტივალი, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობენ. ამგვარი შეკრებები ფრანგული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და კულტურულ - საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, ახალგაზრდები ეცნობიან ფრანგულ კულტურას, ტრადიციებს და ფრანგულადვე წარუდგენენ თავიანთ ქვეყანას მეგობრებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სტუდენტები შეირჩნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება