მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მეტი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.

"ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.

მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი.

მინდა აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და სისტემის ეფექტურობა. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში, 2-3 დღეში ჩამოვიდა დელეგაცია ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, გვინდა მეტი ტურისტი ჩამოვიდეს არამხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. რაც შეიძლება ბევრმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი ქვეყანა, ხალხი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება