პრემიერი - ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც ბიუჯეტიდან უფინანსებდა სწავლას - ჩვენ 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან, წარჩინებული სტუდენტები სტიპენდიას გაორმაგებული სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული თანხა შესაძლოა, სიმბოლური იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მთავრობის მხრიდან სტუდენტების დაფასებაა. ღარიბაშვილის თქმით, დეტალები მუშავდება და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება.

„მოგეხსენებათ, სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. მინდა ზოგადად გამოვყო ჩვენი განათლების ცენტრი, მინდა გითხრათ, რომ წლებია, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი გავუშვით საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს ბიუჯეტიდან აფინანსებდა და საკუთარ ოჯახის წევრებსაც ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, ზოგი ბრუნდება, ზოგი არამხოლოდ სახელმწიფო უწყებაში, კერძო სტრუქტურებში საქმდება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრეა და ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი ამ მიმართულებით მუშაობს. მეორე მიმართულება, რაც გვაქვს, ეს არის, ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, მათი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას, ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი და დაფასება, ეს კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის