შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა მსხილაძეს კორექტულობისკენაც მოუწოდა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის მომენტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ. როცა კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე და მნიშვნელოვანია ერთი რამ, როცა ამ კანონის განზრახ და უხეში დარღვევა ხდება, ამას სათანადო შეფასება სჭირდება, ვინაიდან ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს საფუძველთან, მის კონსტიტუციასთან ქვეყნის დამოკიდებულებაა, მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა არის, რაც ამ იმპიჩმენტის პროცესს განაპირობებს. რაც ამ დღეების განმავლობაში ამ ქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციისგან, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას, მათ შორის, როცა საუბარია იმაზე, რომ „კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ“ - ეს „მაგრამ“ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახი დარღვევის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, კორექტული იყოს.

ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ქართველი ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ეს არის ჩვენი პრეზიდენტი და ეს არის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იზრუნოს, რომ მისი კონსტიტუცია იყოს დაცული მისი პრეზიდენტის მიმართ. ჩვენ თუ არ ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას პატივს, არავინ არ სცემს. კონსტიტუციის გაფრთხილება სწორედ ეს არის, ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება. პირიქით, კონსტიტუციის დარღვევა და კონსტიტუციის მიმართ უდიერი მოპყრობა არაევროპული საქციელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო