ალეკო ელისაშვილი - კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატო შევდივართ, ამას ვერ ვხვდები

„ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? - კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?- ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე.

ელისაშვილის შეფასებით, ინიციატივა არასერიოზულია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და ჩარტერის თაობაზე კითხვები დაუსვან.

„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის