ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკისგან“ დაზარალებულ ერთ-ერთ პენსიონერს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხი გაუნულდა

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, პენსიონერს, რომელსაც „ლიბერთი ბანკმა“ მისი ნებართვის გარეშე 3 წლით გაუზარდა სესხზე ვადა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხი გაუნულდა. თურაზაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ვისაც მსგავსი ტიპის პრობლემა აქვს ბანკთან, მიმართონ ეროვნულ ბანკს.

„პენსიონერებისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა გავაჟღერო, ერთ-ერთ პენსიონერს, რომელსაც „ლიბერთი ბანკმა“ მისი ნებართვის გარეშე 3 წლით გაუზარდა სესხზე ვადა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხი გაუნულდა. ვინც ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ადევნებდა ჩემს გვერდს ფეისბუქზე, ყველას მოვუწოდებდი, განცხადებით მიემართათ ეროვნული ბანკისთვის და აეხსნათ, თუ რა უსამართლოდ ექცეოდა „ლიბერთი ბანკი“ პანსიონერებს, როგორ არღვევდა მათ უფლებებს, როგორ უფორმებდა სესხს, რომელიც არ იცოდნენ, რომ თურმე ოვერდრაფტი იყო, როგორ უვადებდა სესხის ვადას 2-3 წლით მხოლოდ იმიტომ, რომ 3 თვით საშეღავათო პერიოდით ისარგებლეს.

ვანო ყულჯანიშვილი, რომელსაც „ლიბერთი ბანკმა“ სესხის ვადა და გადასახდელი თანხის ოდენობა უსამართლოდ გაუზარდა, თავად დაგვიკავშირდა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გვაცნობა. ბატონმა ვანომ, ჩვენი ინსტრუქციის შესაბამისად, მიმართა ეროვნულ ბანკს განცხადებით და მოითხოვა სესხის განულება, რადგან პანდემიის დროს ისარგებლა 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და სესხი, რომელიც 2023 წლის მაისში უნდა დაესრულებინა, „ლიბერთი ბანკმა“ 2026 წლამდე გადაუვადა. ეროვნული ბანკის ჩართულობით ამ ადამიანს „ლიბერთი ბანკმა“ სესხი გაუნულა. ფაქტია, რომ პრეცედენტი შეიქმნა და მინდა ყველა პენსიონერს მივულოცო. ეს არის პირველი გამარჯვება, რაც მომავალში სხვა გამარჯვებების იმედს აჩენს. გარდა ამისა, ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მოქალაქის სესხის განულება სამართლიანად მიიჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიბერთი ბანკის მიერ სესხებზე თვითნებურად გაზრდილი ვადა არაკანონიერი გადაწყვეტილება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ მიმართვიანობა იქნება დიდი, თუ ყველა ისტორია იქნება ერთმანეთის მსგავსი, ეროვნულ ბანკს აუცილებლად აქვს ვალდებულება, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს. შეიქმნა პრეცედენტი და „ლიბერთი ბანკისგან“ დაზარალებულ ადამიანს სესხი გაუნულდა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველა პენსიონერს, ვისაც მსგავსი ისტორია აქვს, მიმართეთ ეროვნულ ბანკს და მოითხოვეთ თქვენი სესხის განულება, აუცილებლად მიაღწევთ შედეგს, რადგან სიმართლე თქვენს მხარეს არის", - აღნიშნავს საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.

„ვანო ყულჯანიშვილი და მისი მეუღლე იმ უამრავ ადამიანთა შორის არიან, რომლებსაც ლიბერთი ბანკმა სესხის ვადა და ვალად აღებული თანხის ოდენობა უსამართლოდ და უნებართვოდ გაუზარდა. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებსაც ბანკში სესხი პანდემიამდე ჰქონდათ აღებული. პანდემიის პერიოდში ბანკმა მათ მისცა შესაძლებლობა, ესარგებლათ 2-3 თვიანი ვითომდა საშეღავათო პერიოდით, რაც ერთი შეხედვით პენსიონერების მიმართ სამართლიან და ჰუმანურ გადაწყვეტილებად ჟღერს, თუმცა, იმ ადამიანებმა, ვინც ამ შეღავათით ისარგებლეს, მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ამ 2-3 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდით" სარგებლობის სანაცვლოდ, მათი სესხის ვადა 2-3 წლით გაგრძელდა, რის გამოც, ბუნებრივია, გადასახდელი თანხაც 2-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ გაიზარდა. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილება მსესხებლების თანხმობისა და მათი ხელმოწერის გარეშე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჯგუფის, ,,მოქალაქეების" დეპუტატს, ქეთევან თურაზაშვილს რომელიც ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს, უამრავი პენსიონერი უკავშირდება და დახმარებას სთხოვს. ვანო ყულჯანიშვილი არის ლიბერთი ბანკისგან დაზარალებული ერთ-ერთი პენსიონერი, რომელიც ანალოგიური პრობლემით და დახმარების თხოვნით დეპუტატს 3 თვის წინ დაუკავშირდა, 3 თვიანი ბრძოლის შემდეგ კი მას ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხი გაუნულდა. დეპუტატის განცხადებით, ეს შემთხვევა არის პირველი პრეცედენტი გამარჯვების, რაც მომავალში მრავალი სხვა გამარჯვების იმედს აჩენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია "მოქალაქეების" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო