ლევან დავითაშვილი - ჰესების დემონიზება არ არის სწორი, უპასუხისმგებლოა

ჰესების დემონიზება, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, უპასუხისმგებლოა და ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან არასამართლიანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე - პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შუახევის ჰესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიწოდებული ანგარიშის თანახმად, შუახევის ჰესის შემთხვევაში არ არის გამოვლენილი კაშხლის ბეტონის რღვევა და შესაბამისად, წყლის ნაკადი არ უკავშირდება სადგურის რაიმე ტიპის დაზიანებას. თუმცა, ლევან დავითაშვილის თქმით, სპეციალისტები კაშხალზე დაკვირვებას ერთი თვის განმავლობაში განახორციელებენ.

„შუახევის ჰესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, როდესაც ჩვენთვის ინფორმაცია ხდება ცნობილი, ჩვენ ვაკეთებთ ამაზე რეაგირებას. რა ანგარიშიც მე მომივიდა, მეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში არ არის გამოვლენილა კაშხლის ბეტონის რღვევა და შესაბამისად, წყლის ნაკადი არ უკავშირდება სადგურის რაიმე ტიპის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, უსაფრთხოა და დაზიანების გამო არ არის ის წყლის შეგუბება და არ არის წყალი გამოსული. ჩვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში ენერგეტიკოსების მხრიდან, მიმდინარეობს დაკვირვება, ერთი თვის განმავლობაში მოხდება დაკვირვება ისე, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი რისკი.

დაკვირვება იმიტომ გახდა საჭირო, რომ დაისვა კითხვა, იყო წყალი და აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციული რაიმე ტიპის დაზიანების გამო არ არის ეს წყალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხს სჭირდება უფრო მეტი შესწავლა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველგვარი რისკი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, ვიყოთ ყურადღებით და ამ შემთხვევაში ასეც იქნება.

უბრალოდ დავამატებ, რომ ჰესების დემონიზება, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, უპასუხისმგებლოა და ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან არასამართლიანი. შესაბამისად, მედიასაშუალებებს ვთხოვ, რომ ძალიან პასუხისმგებლობიანები ვიყოთ და ვიყოთ ყურადღებიანი, როდესაც გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, ეს ინფორმაცია დაეფუძნოს ფაქტებს და არ მოხდეს დისკრედიტირება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვაზარალებთ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს და ეს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია“,- განაცხადა დავითაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში