ლევან დავითაშვილი - სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია

პოლიტიკურ ნაწილში განცხადებაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლად, მათ შორის ლევან დავითაშვილსაც ასახელებდნენ.

როგორც მან აღნიშნა, სისტემა, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე შექმნილია.

„ჩვენ კლიმატის მწვანე ფონდის წამყვან ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოში საფრთხეების შეფასებას გულისხმობდა. შეფასების რუკა გაკეთდა. შეფასების რუკის შესაბამისად, ცხელ წერტილებზე, სადაც უფრო მომატებული რისკი იყო, განისაზღვრა არეალები და შესაბამისი სადგურები დამონტაჟდა. ინფორმაციის შეკრება დაიწყო და ქვეყანაში გაჩნდა ინფორმაცია რისკების შესახებ. ამას გარემოს ეროვნული სააგენტო ამუშავეს. საფრთხეების შესახებ ამ წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შესაბამისად რეკომენდაციები დაიგზავნა სხვადასხვა საშუალებით. ამ სისტემის შექმნა ქვეყანაში დაიწყო. ესაა მეტეოროლოგიური სადგურები, ესაა ჰიდროლოგიური სადგურები, წყლის დონის შეფასება და ა.შ. ასეთი სისტემა ქვეყანაში ჩამოყალიბდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სისტემას დაუსრულებელი სრულყოფის საშუალება გააჩნია. ესაა პროცესი, რომელიც შეიძლება მუდმივად გაუმჯობესდეს. ამიტომ ეს პროცესი გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს და ალბათ, წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკურ ნაწილში განცხადებაზე სრულად პასუხისმგებელი ვარ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024