ლევან დავითაშვილი - საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია

საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ჩინეთთან დამთბარი ურთიერთობა და გახსნილი სავაჭრო ბაზარი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი, დავითაშვილი ასე პასუხობს:

„მე პირადად გეტყვით, რომ უშუალო საუბრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტრატეგიული პარტნიორების ხელისუფლებებთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირდაპირ გიდასტურებთ, პირად საუბრებში ვსაუბრობდით იმ პოტენციალზე, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყანას გააჩნია და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩინეთი მსხვილი და პირველი სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის. ჩინეთი დღესაც საინტერესო პარტნიორია ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტის განხორციელებაში. თქვენ დაინახეთ „დიდი ოცეულის“ სამიტზეც რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ჩინეთთან ურთიერთობას დასავლური ქვეყნების მხრიდან. აქ საუბარია როგორც ინვესტიციებზე, ისე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, ვაჭრობაზე. როცა ვსაუბრობთ სავაჭრო ურთიერთობებზე, მინდა დაგიდასტუროთ, რომ აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან კოლოსალური რიცხვებია, ნახევარ ტრილიონზე მეტია და ნახევარ ტრილიონზე მეტია, თითქმის ტრილიონია ევროკავშირთან ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი არასასურველი, მიუღებელი და სარისკო პარტნიორია, გადაჭარბებულია. თუ ჩვენ არ ვიქნებით რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, თუ ჩვენ კომპეტენტური არ ვიქნებით მათ შორის, რომ ჩვენი ინტერესები სწორად გავითვალისწინოთ და დავიცვათ, მაშინ, ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის შეიძლება საფრთხე იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყანას ბევრი მიმართულებით ჩამორჩენა აქვს.

„საერთოდ, ვერიდები ხოლმე ამაზე საუბარს, მაგრამ ყველაზე დიდი კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მიმართ არსებობდეს და ოპონენტების მხრიდან, არის მათ შორის, ჩემი გადმოსახედიდან, უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რომელმაც მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარების ჩამორჩენა გვაქვს, იგივე უპასუხისმგებლო პრივატიზებები, იგივე პრივატიზებები, როცა ჩვენი ენერგეტიკის დიდი ნაწილი ისეთი კომპანიების ხელში გადავიდა, რომელიც კითხვებს ბადებს. იმ ადამიანებს დღეს, რა თქმა უნდა, მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ რაიმე კითხვას სვამდეს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. თუ ჩვენ ვიქნებით გამჭრიახი და ჩვენ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ, ყველა სავაჭრო ეკონომიკურ პარტნიორთან შეიძლება გვქონდეს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა, ქვეყანასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობდეთ, ეს შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებში იყოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც სხვა ქვეყნის ინტერესები ზიანდებოდეს ეკონომიკურ ურთიერთობებში და ეს იყოს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობა. ზუსტად, ამაზე უნდა იყოს აგებული მათ შორის, ჩინეთთან თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო