გიორგი ამილახვარი - გაზრდილი სტიპენდია და სტიპენდიატების რაოდენობა სტუდენტების მხარდაჭერის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელსაც მოჰყვება სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, გაზრდილი სტიპენდია და სტიპენდიატების რაოდენობა სტუდენტების მხარდაჭერის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელსაც მოჰყვება სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტები. ამის შესახებ ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტების მხარდამჭერ პროექტებს აქტიურად განახორციელებს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერის ინიციატივით გამოცხადდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - სახელმწიფო სტიპენდიების არსებობის ისტორიაში პირველად, პრაქტიკულად, ხდება თანხის და რაოდენობის გადახედვა იმ სტუდენტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება არის მაღალი, შრომობენ, არიან კრეატიულები, ნიჭიერები, ხვდებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სტატუსში. დღეს მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წელია არ ყოფილა, რომ სტუდენტებს, ნაცვლად 150 ლარისა, სტიპენდია უორმაგდებათ და განესაზღვრებათ 300 ლარით და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თუ აქამდე ამ პროგრამით სარგებლობა ჩვენი 2500 წარჩინებული სტუდენტი დღეს უკვე გაორმაგებული თანხის პირობებში ისარგებლებს 5000 სტუდენტი. ბუნებრივია, ეს არის და იქნება ის მიმართულება, რომელსაც მთავრობასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მხარს დაუჭერს. ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტები აუცილებლად მოჰყვება“, - განაცხადა ამილახვარმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ მთავრობა და განათლების სამინისტროს მუშაობენ პროექტზე, რომელიც სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას შესთავაზებს.

„მთლიანად განათლების საერთაშორისო ცენტრის ისტორიაში, რომელიც თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯამში, უკვე 1000-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა ყველაზე წარმატებულ მსოფლიოს უნივერსიტეტებში. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის შექმნის თვალსაზრისით. ეს ადამიანები, ბუნებრივია, უბრუნდებიან შემდგომ ჩვენს ქვეყანას და სხვადასხვა წარმატებულ ადგილებზე როგორც კერძო, ისევე საჯარო სექტორში აგრძელებენ მოღვაწეობას. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ უფრო დივერსიფიცირებული გავხადოთ ეს პროგრამა და გარდა მაგისტრატურებისა, ასევე სხვადასხვა სექტორებში დასაქმებულ პირებს შევთავაზოთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საზღვარგარეთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. ამიტომ, წლევანდელი კონკურსები უკვე დასრულებულია, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება კონცეფციის შექმნის და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგი წლისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი მხრივ, უფრო გაფართოვდება მაგისტრანტების დაფინანსება საზღვარგარეთ და ასევე, ძალიან დიდი წილი დაეთმობა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს”, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო