შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწაზე იმსჯელა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების რაციონალიზაციის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ღია პარლამენტის მე-5 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების - „საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწისთვის“ - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი შესაძლებლობაა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკა აღნიშნული მექანიზმის რაციონალური ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს.

„სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების და გამოცდილების შესწავლამ დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყნაში არსებული სისტემა ყველანაირად უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, თუმცა არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე, პარლამენტში შემოსული 367 საკანონმდებლო წინადადებიდან მხოლოდ 5- 6 იქცა კანონად. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კრიტიკულადაც და ღიადაც იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პარლამენტს ჰქონდეს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ყველა თანამედროვე შესაძლებლობა, რამე არ დავკარგოთ და ამავე დროს, იყოს რაციონალური ინსტრუმენტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე შემოთავაზებული იქნა საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე მოდელი და გაიმართა დისკუსია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე მუშაობას გააგრძელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო