თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ქვეპროგრამის - „გზავნილი აფხაზეთიდან“ ფარგლებში, თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ინიციატივა მიზნად ისახავს ქართულ - აფხაზურ ურთიერთობებში ხელოვნების საშუალებით პოზიტიური კულტურული კავშირის ხელშეწყობას.

ელექტრონული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს