გიორგი ამილახვარი - ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

„მე მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტიუმების შეძენა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გამოყენება. შესაბამისად, ეს არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება და გეტყვით რატომ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თითქმის ორჯერ მოხდა ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და აქვს პროგრესი. რა თქმა უნდა, ახლა ქვეყნის მტრებს, იმ მოღალატეებს, ვისაც აი, ასეთი რაღაცები უკეთებიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ქურდს ჯიბე ეწვოდაო, ახლა წარმოუდგენიათ მათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მინისტრი, თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ ახლა თქვენ რაღაც ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არ არსებობს. ნათლად განიმარტა, რომ არცერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. ბუნებრივია, თავადაც დეკლარაციაში იხილავთ, როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროებით დაფინანსდა. მე მგონი ამის ირგვლივ თქვენ თვითონ გაიჭედეთ უკვე.

გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მგზავრობისთვის არ დახარჯულა. არც ერთი თეთრი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა