განათლების მინისტრი აცხადებს, რომ დაახლოებით 12 სკოლაში სარემონტო სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მშობლების წუხილზე.

მინისტრმა განმარტა ქვეყნის მასშტაბით, რამდენ სკოლაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროგრამები.

„იცით, რომ ახლა, ქვეყანაში დაწყებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - 800 სკოლის და 200 სკოლის სხვადასხვა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის. ანუ ჯამში, რომ ავიღოთ, ქვეყანაში, დაახლოებით 1000 სკოლაზე გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელთა ნახევარის, ანუ დაახლოებით 400 სკოლის უკვე დაწყებულია. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ალბათ, ამას ახსნა არ უნდა, რომ ვერ მოხდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, მითუმეტეს ახლიდან აშენება თუ არ მოხდა სასწავლო პროცესის გადატანა ახლომდებარე სკოლებში. ასეთი დაახლოებით 200 სკოლაა და ბუნებრივია, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის“, - დასძინა მან.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო პროცესში განათლების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და სხვა დამხმარე მექანიზმები.

„მინდა საზოგადოებას და ყველას ვთხოვო,რომ გაგებით შევხვდეთ ამ პროცესს, თანადგომა გამოვუცხადოთ პროცესს, ვინაიდან, სკოლაში სასწავლო პროცესი და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად ვერ ხერხდება“ , - განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, სარემონტო ინფრასტრუქტურის დაგვიანების შემთხვევები ნამდვილად არსებობს, შესაბამისად, მიმართავენ კანონის ყველაზე მკაცრ საშუალებას, რადგან ამით ზიანდება საგაკვეთილო პროცესი.

„გამკაცრებულია ზედამხედველობა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს იმ ვადაგადაცილების აღმოფხვრა, რომელიც არის. დაახლოებით ვსაუბრობთ 10-12 სკოლაზე ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც გარკვეული ვადაგადაცილება აქვს და სწორედ ამიტომ, შესაძლოა 2-3კვირის დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა ინფორმირებულია. მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ იმ სკოლებს, მშობლებს და ბავშვებს, სადაც ეს უხერხულობა იქმნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ პირობებში, 3-4 წლის განმავლობაში, ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურული საკითხი მოგვარებული და საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული იქნება“, - განაცხადა ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა