გიგა ბოკერია ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე - აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იღვწოდეს, ნატო-ს წევრი გახდეს და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს, რათა დაცული იყოს რუსული აგრესიისგან, რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ განაცხადის გაკეთება, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯია.

ბოკერიას შეფასებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, არა ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური განაცხადია.

„გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები, ზოგადად, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით - კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური“,- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის