კულტურის კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი საკითხზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში" თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოკვლევის მიზანია სახელმწიფო და კერძო სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩართულობის ზოგადი სურათის გაანალიზება.

ასევე, სახელოვნებო სკოლებში შშმ მოსწავლეების ჩარიცხვის და სასწავლო პროცესში მათი საჭიროებების შესწავლა.

მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იქნება.

„ვფიქრობ, ნაყოფიერი მუშაობა გვექნება, რაც შედეგს გამოიღებს. ამ ბავშვების სოციალიზაცია და მათი ნიჭის გამოვლინება ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ

ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას მხარი დაუჭირა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება