ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღეს მიეძღვნა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირების პრობლემები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. წარმომადგენლობით ფორუმს 100-მდე მეცნიერ-ეკონომისტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლი ესწრებოდა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს პროფესიული დღე მიულოცეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა - აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - მიხეილ დუნდუამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილემ - ლევან კალანდაძემ და გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ. ფორუმს უძღვებოდა აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და გრუნის რექტორის მოადგილე სამეცნიერო საკითხებში, ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

მომხსენებლებმა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისა და პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს, განიხილეს მაკროეკონომიკური პრობლემები და სოციალური დემოგრაფიის საკითხები.

„დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკა კონფრონტაციული ხასიათის გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. სად არის საქართველო, როგორ უნდა პოზიციონირებდეს ამ პირობებში, როგორ უნდა განვითარდეს - ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს და მიღებულ გადაწყვეტილებებს წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას...“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ფორუმმა მუშაობა მიმართულებების მიხედვით სექციებად გააგრძელა, დღის ბოლოს კი შედეგები შეაჯამა და სერტიფიკატები გადასცა მონაწილეებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი