ლევან დავითაშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, ჩვენი მოლოდინით, წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ცალსახად მიუთითებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მაღალ ნდობაზე ინვესტორების მხრიდან

საქართველოს გასულ წელს ჰქონდა რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბიდან და მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, 2022 წელს და ასევე მიმდინარე წელს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება აუცილებელია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა შესრულდეს, რაც 2030 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს.

„ეს არ არის განვითარება გარკვეული პროცენტით ზრდის კუთხით, არამედ ეს არის ტრანსფორმაცია, რადგან ქვეყანა, თვისობრივად, სხვანაირი ხდება, როდესაც უკვე მაღალშემოსავლიანი ეკონომიკების ჯგუფში გადადის. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ წლის ბოლოსთვის მოლოდინი გვაქვს, რვა ათასი დოლარი იყოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ანუ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ათი ათასიან ზღვარს, როდესაც უკვე ქვეყნები იყოფა მაღალშემოსავლიანად და ჩვენ ვართ საშუალოშემოსავლიან ჯგუფში, თუმცა, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით ეკონომიკის ზრდის, მათ შორის, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ძალიან მნიშვნელოვანი წყარო არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის კუთხით კიდევ სხვა მნიშვნელობაც გააჩნია.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ფინანსური შემოდინების გარდა, როგორც წესი, ამას მოჰყვება კომპეტენცია, ასევე ბევრი სხვა რამ იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ინვესტიციები თითქმის 30 პროცენტამდე მეტია წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით და 500 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში თითქმის 11 პროცენტიანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით და როგორც მოგახსენეთ, შარშან იყო რეკორდული წელი. ასე რომ, ეს დადებითი ტენდენცია, ჩვენი მოლოდინით, წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ცალსახად მიუთითებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და, ზოგადად, ქვეყნის მიმართ მაღალ ნდობაზე ინვესტორების მხრიდან. ინვესტიციები, ქვეყნების მიხედვითაც საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთი არის პირველ ადგილზე, ასევე ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ, იაპონია - ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ზუსტად ამ ხარისხობრივ ინვესტიციებს ვგულისხმობ, რომელსაც მოყვება ასევე კომპეტენცია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი