მიხეილ სააკაშვილი - მიღწეულია სკანდალი, რომლის მიზანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის საჯარო დამცირებაა - ბრიუსელს არჩევანი დაუყენეს: ინსტიტუციური ჰარაკირი გაიკეთეთ და რაც უფრო აუტანლები ვიქნებით, მით უფრო აგვიტანეთ

მიღწეულია სკანდალი, რომლის მიზანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის საჯარო დამცირებაა - პრაქტიკულად, ბრიუსელს დაუყენეს არჩევანი: თუ გინდათ საქართველოს მიღება, ამისთვის არა მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, არამედ ყველა ძირითადი პრინციპები უნდა შეცვალოთო ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აქტიური მოქმედებაა საჭირო და ეს ვერ შემოიფარგლება „მხოლოდ ბრიუსელის დერეფნებში ყურში ჩურჩულით“. მისი თქმით, საქართველოში სიტუაციის ფუნდამენტური შეცვლით მივიღებთ წინსვლას საერთაშორისო არენაზე.

„რამ გამაკვირვა იცით?! რატომ არ გაჩხრიკეს ჯოზეფ ბორელი კანცელარიიდან გამოსვლისას?! ფეხსაცმელები რატომ არ გახადეს და იქიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტერორისტული ფლანგის მოწმობა და რევოლუციის ინსტრუქციები რატომ არ ამოაძვრეს?! გამოხმაურებები ვიზიტზე გრძელდება, კარასინის მითითებები ათიანზეა შესრულებული, ველი მედვედევის მორიგ საქებარ პოსტს. მიღწეულია სკანდალი, რომლის მიზანი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის საჯარო დამცირებაა.

პრაქტიკულად, ბრიუსელს დაუყენეს არჩევანი: თუ გინდათ საქართველოს მიღება, ამისთვის არა მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, არამედ ყველა ძირითადი პრინციპები უნდა შეცვალოთო.

მოკლედ, ინსტიტუციური ჰარაკირი გაიკეთეთ და ჩვენ რაც უფრო აუტანლები ვიქნებით, მით უფრო აგვიტანეთ.

ვიძახოთ ახლა, რომ ხალხი მაინც ვიმსახურებთ.

დამსახურებას სჭირდება შემდგომი აქტიური მოქმედება და ეს ვერ შემოიფარგლება ბრიუსელის დერეფნებში ყურში ჩურჩულით მხოლოდ.

საქართველოში სიტუაციის ფუნდამენტური შეცვლით მივიღებთ წინსვლას საერთაშორისო არენაზე“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი