ვლადიმერ კახაძე დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციასთან გამართა შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ფონდის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი და სხვა ძირითადი სამსახურების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში ცალკეული სტრუქტურებისა და უწყებების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის როლს დიაბეტის პრევენციაში, მის მართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნის გავრცელებაში.

ვლადიმერ კახაძის განცხადებით, მრავალი წელია ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და ყველას თავისი წვლილი აქვს გაღებული მისი გადაჭრისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, პროცესებში არანაკლებ აღსანიშნავია ამ მოწვევის პარლამენტის როლიც, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს ხელშეწყობით დაინერგა პირველი ჯგუფის დიაბეტის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.

„სტუმრები დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით დიაბეტთან მიმართებაში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების თანამშრომლობით დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემების მოგვარებაში და ა. შ. რაზეც შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე. მოიწონეს უწყვეტი მონიტორინგის სისტემაში ქვეყნის როლი. გარდა ამისა, ისინი აჯამებენ იმ ექვსი პროექტის შესრულებას, რომლებსაც საქართველოში ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ კეთილი განწყობა დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლას ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და რომ ამ პროცესში საჭიროა თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე სიმონ გაბრიჭიძე.

დელეგაცია 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა დიაბეტის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების პარტნიორებსა და ბენეფიციარებს.

ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრებისას განიხილება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული საქმიანობები და მიღებული შედეგები, დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები და გამოწვევები, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

დიაბეტის მსოფლიო ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების ძირითადი დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2002-2022 წლებში ფონდმა 197.7 მილიონი ევრო დახარჯა 595 პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიოს 119 ქვეყანაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს