თსუ-ს რექტორი საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეის მონაწილეებს მიესალმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უფრთხილდებიან უდიდეს საგანძურს.

„თითოეული თქვენგანის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო. თქვენ ეროვნული საგანძურის მცველები ხართ. განსაკუთრებული მოწიწება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც რეგიონებში სხვადასხვა მუზეუმებში საქმიანობთ. თქვენ არა მხოლოდ ჩვენს სიმდიდრეს დარაჯობთ, არამედ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას წარმართავთ რეგიონებში. თითოეული თქვენგანის როლი არის მართლაც განსაკუთრებული“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, საქართველოს მუზეუმებში დაცული ექსპონატები ჩვენი ქვეყნის უდიდესი და უძვირფასესი საგანძურია, რომელიც ჩვენი წარსულის შესასწავლი უნიკალური მასალაა.

„ასამბლეაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების, რეგიონული და კერძო მუზეუმების, სულ 70-ზე მეტი მუზეუმის, 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის