ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოს პარლამენტის ფინეთთან მეგობრობის ჯგუფის ჰელსინკში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობაზე.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მარიამ ლაშხი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო